სასწავლო უნივერსიტეტში "ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი" 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის გარე მობილობის ვადები გადაიწია. განახლებული ვადების მიხედვით, მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველებმა უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე 2018 წლის 22 აგვისტოდან 27 აგვისტოს ჩათვლით.
სტუდენტი რომელიც მოიპოვებს მობილობის წესით შპს ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმში მედიცინის ფაკულტეტზე ჩარიცხვის უფლებას 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის, შიდა საუნივერსიტეტო რეგისტრაცია უნდა გაიაროს 2018 წლის 29-31 აგვისტოს ჩათვლით.
შიდა საუნივერსიტეტო რეგისტრაციისთვის წარსადგენი საჭირო დოკუმენტაცია და დეტალები იხილეთ აქ
ბრძანება იხილეთ აქ