რეგისტრაცია

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი განათლების გამოფენაზე ყაზახეთში

27, ნოემბერი 2018

      ყაზახეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელით, საერთაშორისო პროგრამების ცენტრმა ორგანიზება გაუწია „საერთაშორისო განათლების გამოფენა 2018-2019“-ს  2018 წლის 14-18 ნოემბერს, შიმკენტსა და ალმატიში.

     საერთაშორისო განათლების გამოფენის მიზანი იყო საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოება, უცხოური განათლების ხელშეწყობა და ახალი პროექტების განხორციელების გამოცდილების გაცვლა. ღონისძიების ფარგლებში,  სტუდენტებს საშუალება მიეცა  გაეგოთ  საზღვარგარეთ განათლების მიღების შესაძლებლობები.    გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 200-ზე მეტი საერთაშორისო უნივერსიტეტი, 50-ზე მეტი ადგილობრივი უნივერსიტეტი, საგანმანათლებლო დაწესებულებები და ენის შემსწავლელი სკოლები. აღნიშნული ღონისძიების  პროგრამა ასევე მოიცავდა B2B შეხვედრებს, მემორანდუმებისა და კონტრაქტების გაფორმების შესაძლებლობებს.

   აღნიშნულ განათლების გამოფენაში მონაწილეობდა ბაუ ბათუმის საერთაშორის უნივერსიტეტი.  აღსანიშნავია, რომ ბაუ ბათუმის  სტენდმა  ვიზიტორების ყურადღება და მოწონება დაიმსახურა.  ადგილზე მისულ დამთვალიერებლებს მიეწოდათ ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ და ასევე გადაეცათ სასაჩუქრე პაკეტები.