2018 წლის 21-22 დეკემბერს თბილისის სამედიცინო აკადემიამ უმასპინძლა სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციას თემაზე „კლინიკური მსჯელობის გაუმჯობესება პაციენტის უსაფრთხოებისთვის“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა. კონფერენციის ფარგლებში, მათ წარადგინეს საკუთარი კვლევები სხვადასხვა პოსტერებისა და ზეპირი გამოსვლების სახით. ამასთანავე, საშუალება მიეცათ დასწრებოდნენ დარგის წამყვანი სპეციელისტების ლექციებს, სამუშაო შეხვედრებს და მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა სახის სემინარში. კონფერენციის დასასრულს სტუდენტებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები .