რეგისტრაცია

ბაუ ბათუმის დეკანის ვიზიტი ლონდონში გამართულ „Georgian Studies Day“ ღონისძიებაზე

01, ნოემბერი 2019

2019 წლის 31 ოქტომბერს, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის დეკანი, ლეილა ახვლედიანი ლონდონში გამართულ „საქართველოს დღეების“ ღონისძებას დაესწრო, რომელიც ვესტმინსტერის უნივერსიტეტის ინიციატივითა და საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით ჩატარდა. ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის დეკანმა საკუთარ გამოსვლაში ისაუბრა თემაზე: „ბათუმი, როგორც შავი ზღვის სასურველი ადგილი სამედიცინო განათლების მისაღებად“.

აღნიშნულ ღონისძებაში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხავა სფეროს წარმომადგენლები, რომლებსაც აქვთ ურთიერთობა საქართველოსთან განათლების, ტურიზმის თუ ჯანდაცვის მიმართულებით. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, თამარ ბერუჩაშვილი.