2019 წლის 5 - 6 მაისს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: “პრობლემაზე და კლინიკურ შემთხვევაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდები სამედიცინო განათლებაში“. ტრენინგი ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ორგანიზებით და ჩართულობით გაიმართა.
ტრენინგი ჩაატარეს ვესტმინსტერის უნივერსიტეტის პროფესორებმა-პიტერ ლიდიარდმა და ნინო ფორაქიშვილმა. ტრენინგში ჩართულები იყვნენ არა მარტო აკადემიური პირები, არამედ სტუდენტებიც. ამავე ტრენინგის ფარგლებში 6 მაისს ბსუ-ში 17:00 საათზე პროფესორმა, პიტერ ლიდიარდმა წაიკითხა საჯარო ლექცია სტუდენტებისთვის „რატომ არის მნიშვნელოვანი მედიცინის სტუდენტებისათვის იმუნოლოგია“