რეგისტრაცია

ბაუ ბათუმის უნივერსიტეტი განათლების გამოფენაზე ყაზახეთში

03, მარტი 2020

2020 წლის 22-23 თებერვალს, ყაზახეთის რესპუბლიკაში, კერძოდ ასტანასა და ალმათაში Begin Group-ის ორგანიზებით განათლების საერთაშორისო გამოფენა მოეწყო.

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბაუ გლობალის წევრ სტამბოლის ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ბაუ ბათუმისა და სტამბოლის სტენდმა ვიზიტორების დიდი ყურადღება დაიმსახურა. ადგილზე მისულ დამთვალიერებლებს უნივერსიტეტში არსებულ სასწავლო პროცესსა და პროგრამზე ინფორმაცია მიეწოდათ და ასევე გადაეცათ სასაჩუქრე პაკეტები.

შეგახსენებთ, რომ ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი მაღალი კლასის უნივერსიტეტია, რომელიც ახალ, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ კამპუსში განაგრძობს ფუნქციონირებას და საერთაშორისო დონის სამედიცინო განათლებას სთავაზობს მსოფლიოს ნებისმიერ მოქალაქეს.