რეგისტრაცია

აბიტურიენტთა საგრანტო კონკურსი

02, აპრილი 2019

   ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს აბიტურიენტთა საგრანტო კონკურსს 2019-2020 სასწავლო წლისათვის. დაფინანსების მიზნით კონკურსანტების დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2019 წლის 02 აპრილიდან 2019 წლის 3 ივნისის ჩათვლით. წარმოდგენილ კონკურსანტთა დოკუმენტაციის განხილვა იწარმოებს 2019 წლის 05 ივნისამდე. წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდგომ კონკურსანტებს ზეპირი გასაუბრება ჩაუტარდებათ 2019 წლის 7 ივნისს.

კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:

  • ერთიანი ეროვნული გამოცდების პრიორიტეტების ჩამონათვალში პირველ ადგილზე მითითების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  •  CV ფოტო სურათით ინგლისურ ენაზე, სადაც ასახული იქნება განხორციელებული აქტივობები, უნარები, ჰობი;
  •  ორი სარეკომენდაციო წერილი ინგლისურ ენაზე (რეკომენდატორთა საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით), ერთი აუცილებლად კლასის დამრიგებლისგან;
  • სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე (მინიმუმ 300 სიტყვა);
  • სხვა აქტივობების(ოლიმპიადა, კონფერენცია, პროექტი, მათ შორის სატელევიზიო) დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული;

კონკურსანტებმა დოკუმენტების ელექტრონული ვერსია უნდა მოგვაწოდონ შემდეგ მისამართზე: admissions@bauinternational.edu.ge

დოკუმენტების მიღება იწარმოებს 3 ივნისის  ჩათვლით.

იხილეთ დებულება საგრანტო კონკურსის შესახებ
იხილეთ ბრძანება საგრანტო კონკურსის გამოცხადების, წარმოსადგენი დოკუმეტაცისა და გასაუბრების ვადების განსაზღვრისა და საგრანტო კომისიის ფორმირების შესახებ.