2019 წლის 12 ივნისიდან შპს „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმი“ აცხადებს კონკურს მედიცინის ფაკულტეტზე შემდეგ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობზე:
საბაზისო მეცნიერებათა მიმართულება:
-1 ასოცირებული პროფესორი;
-2 ასისტენტ პროფესორი (აქედან 1 ვაკანტური ადგილი ქართული ენის სპეციალობით (ქართული ენა, როგორც უცხო ენა მედიცინის სპეციალობაზე);
- 2 ასისტენტი.
კლინიკურ მეცნიერებათა მიმართულება:
- 3 პროფესორი;
- 4 ასოცირებული პროფესორი;
- 4 ასისტენტ პროფესორი (აქედან 1 ვაკანტური ადგილი პროფესიული ნიშნით).
პრიორიტეტი მიენიჭება შემდეგ კლინიკურ მიმართულებებს: პედიატრია, ზოგადი ქირურგია, შინაგანი მედიცინა და გინეკოლოგია;
კონკურსის ჩატარების ვადები
ა) საბუთების მიღება იწარმოებს 2019 წლის 15 ივლისიდან 2019 წლის 20 ივლისის ჩათვლით 10:00-დან 17:00 საათამდე უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, ოთახი №138; ბ)კონკურსი ჩატარდება 2019 წლის 22 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით;
გ)კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2019 წლის 01 აგვისტოსი;
კონკურსის ჩატარების წესისა და წარმოსადგენი დოკუმენტაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
აკადემიური და მოწვეული პერსონალის დატვირთვის წესი იხილეთ ბმულზე
კონკურსანტთა სააპლიკაციო ფორმა იხილეთ აქ