რეგისტრაცია

Erasmus+ საინფორმაციო შეხვედრა

20, ივნისი 2019

      2019 წლის 19 ივნისს,  Erasmus+ ის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა  ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს  Erasmus + ის ფარგლებში სხვადასხვა პროექტში ჩართულობის შესაძლებლობებზე. კერძოდ, პროგრამებზე: საერთაშორისო კრედიტ მობილობა(ICM), ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები(JMD), უმაღლესი განათლების განვითარების შესაძლებლობები(CBHE), ჟან მონეს აქტივობები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია მოხდეს არა მარტო სტუდენტის არამედ აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის  მობილობა.

     მსგავს პროგრამებში ჩართულობა და პარტნიორობის გაღრმავება ქვეყნის ფარგლებს გარეთ მნიშვნელოვანია სასწავლო უნივერსიტეტის მომავალი განვითარებისა და  ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობისათვის.