ბათუმის სამეცნიერო პიკნიკი

25, სექტემბერი 2019

2019 წლის 23 სექტემბერს ბაუ ბათუმის საერთაშორისო ნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო ქალაქ ბათუმში საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ „სამეცნიერო პიკნიკში“

სამეცნიერო პიკნიკი „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019-ის“ ფარგლებში გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში ბაუს უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ გამართულ იქნა მინი ვიქტორინა. კითხვები დასმული იყო ზოგადი ბიოლოგიიდან და ანატომიიდან. გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.