2019 წლის 19 სექტემბერს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ „სამეცნიერო პიკნიკში“.
სამეცნიერო პიკნიკი „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019-ის“ ფარგლებში გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში ბაუსა და ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ წარმოდგენილი იქნა პაციენტი-ექიმის როლური თამაში, როგორიცაა ეპილეფსიური გულყრა. სტუდენტებმა დაინტერესებულ პირებს აუხსნეს თუ როგორ უნდა გაუწიონ პირველადი დახმარება მსგავს სიტუაციაში.