რეგისტრაცია

ბაუ ბათუმის უნივერსიტეტის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამას "მედიცინა" მიენიჭა საერთაშორისო აკრედიტაცია

27, მარტი 2020

დღეს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული  ცენტრის აკრედიტაციის საბჭოს სხდომის გადაწყვეტილებით ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთსაფეხურიან საგანმანათლენლო პროგრამას „მედიცინა“ მიენიჭა საერთაშორისო აკრედიტაცია.

აღსანიშნავია, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრი პირველი ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოა ევროპაში, რომელმაც სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) აღიარება მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ცენტრის მიერ როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ მოქმედი უნივერსიტეტებისთვის მინიჭებული აკრედიტაცია მთელს მსოფლიოში იქნება აღიარებული.

უნივერსიტეტი მადლობას უხდის მთელ გუნდს!