რეგისტრაცია

ბაუ ბათუმი კოვიდ-19-ის წინააღმდეგ დაგეგმილ საერთაშორისო პროექტში ერთვება

06, აპრილი 2020

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი ჩაერთვება პროექტში  "Georgian Reality: The Sustainability of Scientific Research During the CoViD-19 Pandemic" , რომელიც დამტკიცდა პანდემიასთან ბრძოლის და პრევენციის მსოფლიო სამეცნიერო პლათფორმის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ. აღნიშნულ პროექტში მონაწილე ქვეყნებია: საქართველო, ჩინეთი, საფრანგეთი, ბულგარეთი, ბელგია, გერმანია, პორტუგალია.  ქართულ მხარეს წარმოადგენ: ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტალური ბიომედიცინის ცენტრი, ააიპ რეოლოგთა საზოგადოება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი,  აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, რუსთავის მერია, ევროპის უნივერსიტეტი,  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მედინა, ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრი.

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი ულოცავს ყველა მონაწილეს!