2020 წლის 10 მაისს, 17:00 საათზე Zoom-ის ონლაინ პლატფორმაზე, ,,ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმის”-ს ინიციატივით, გაიმართა ონლაინ-დისკუსია თემაზე: “დისტანციური სწავლების მეთოდები და შეფასების ინსტრუმენტები”.
შეხვედრა 3 საათის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა ფეისბუქ ლაივის საშუალებით უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზე (https://www.facebook.com/BAUintbatumi).
დისკუსიას მოდერატორობას ,,ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი“-ის
მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ქ. ლეილა ახვლედიანი უწევდა.
დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ შემდეგი უნივერსიტეტები:
დისკუსიის მიზანი იყო დისტანციური სწავლების პროცესში აქტუალური საკითხების გარშემო თითოეული უნივერსიტეტის გამოცდილებისა და რეკომენდაციების გაზიარება. განათლების სისტემაში დისტანციური სწავლების ადგილის, დისტანციური სწავლების სირთულეებისა და დისტანციური შეფასების სისტემების საჭიროების წარმოჩენა .
თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამ პლატფორმით რეგულარული შეხვედრები დაიგეგმა.