საერთაშორისო ბარიატრიული კლუბი და ,,ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი’’ უმასპინძლებს ერთობლივ ღონისძიებას სახელწოდებით "მეტაბოლური მედიცინა და ქირურგია".
თარიღი: 17-18 ივნისი, 2021 წელი
ლოკაცია: ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი
აღნიშნული კონგრესი, რომელშიც ქართველ და თურქ პროფესორებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს რამოდენიმე ქვეყნის წამყვანი უცხოელი სპეციალისტი, ყველა თვალსაზრისით ნამდვილად მნიშვნელოვანი მოვლენაა სამედიცინო საზოგადოების ცხოვრებაში, ვინაიდან ეს არის შესანიშნავი საშუალება ქირურგებისთვის, რეზიდენტებისთვის და სტუდენტებისთვის ახალი ნოვაციების გაგებისა და საკუთარი ცოდნის და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის.
დელეგატთა სია:
პროფესორი დემეთ აქინ ( თურქეთი)
პროფესორი ბურაქ კავლაკოღლუ (თურქეთი)
პროფესორი დავით აბულაძე (საქართველო)
პროფესორი მანუელ გალვაო ნეტო (ბრაზილია)
ქ. სინტია ბორგ (გაერთიანებული სამეფო)
დოქ. სონია ჩიაპეტა (იტალია)
პროფესორი ხალედ გავდატ (ეგვიპტე)
პროფესორი რუი რიბეირო (პორტუგალია)
პროფესორი საფვან ა. თაჰა ( არაბთა გაერთიანებული საამიროები)
პროფესორი ალპერ ჩელიქ (თურქეთი)
დოქ. მუფაზალ ლაკდავალა (ინდოეთი)
დოქ. ჰალით ერენ ტასკინ (თურქეთი)
დოქ. უმიდ რუზიევ (უზბეკეთი)
დოქ. ჰელმუთ ბილი (აშშ)