ბაუ ინთერნეიშენალ იუნივერსითი ბათუმი აცხადებს კონკურსს მოწვეული ლექტორის პოზიციაზე სტომატოლოგიის მიმართულებით შემდეგ სასწავლო კურსებზე:
- ორთოდონტია
- ორთოპედია
- ბავშვთა თერაპიული სტომატოლოგია
- ბავშვთა ქირურგიული სტომატოლოგია
- პირის ღრუს ქირურგია
- თერაპირული სტომატოლოგია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სტომატოლოგიური განათლება (დოქტორის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად)
- შესაბამის დარგში საქმიანობის უფლების სერტიფიკატი და დარგში პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილება
- ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონისა. (ინგლისურ ენაზე სწავლის, სწავლების გამოცდილება ან საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად)
- სწავლებისა და სასწავლო კურსის შექმნის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
- სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
საკონკურსო დოკუმენტაცია:
- კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული ან/და ბეჭდური ფორმით).
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები
- სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია (არსებობის შემთხვევში)
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევში. კონკურსანტები, რომლებიც ვერ წარმოადგენენ ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს, გასაუბრებას გაივლიან ინგლისურ ენაზე დარგის სპეციალისტთან)
- სხვა დოკუმენტაცია (კვლევითი საქმიანობის, პროფესიული განვითარების, სამუშაო გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია) კონკურსანტის სურვილისამებრ
- კონკურსანტის მიერ განსახორციელებელი სასწავლო კურსის ხედვა (აღწერა ან/და სილაბუსი) ინგლისურ ენაზე. კონკურსანტებს, რომლებიც საკონკურსო ვადაში ვერ წარმოადგენენ სილაბუსს, კომისიის გადაწყვეტილებით მიეცემათ დამატებითი დრო სილაბუსის წარმოსადგენად, გადაწყვეტილების მიღებამდე.
კონკურსის პირობები
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
საბუთების შეფასება
კონკურსანტებთან გასაუბრება
გასაუბრების ვადა შეთანხმებული იქნება კონკურსანტებთან, რომლებიც გადალახავენ კონკურსის პირველ ეტაპს.
კონკურსის ვადები:
- კონკურსი გამოცხადებულია 2020 წლის 22 ივნისიდან;
- თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2020 წლის 22 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით;
- საბუთების შეფასება და კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება 2020 წლის 26-30 ივნისის პერიოდში
- კონკურსის შედეგები კონკურსანტებს ეცნობებათ არაუგვიანეს 2020 წლის 30 ივნისისა;
დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ ელექტრონულ ფოსტაზე info@bauinternational.edu.ge 2020 წლის 22 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით.