რეგისტრაცია

ვებინარი თემაზე: ,,ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოწვევები ბავშვებსა და მოზარდებში Covid-19 პანდემიის დროს“

17, ივნისი 2020

16 ივნისს, 17:00  საათზე ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა ვებინარი თემაზე:,,ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოწვევები ბავშვებსა და მოზარდებში Covid-19 პანდემიის დროს“.  

მომხსენებლად მოწვეული იყო ბავშვთა ნევროლოგი,ფსიქიატრი, მედეა ზირაქაშვილი, რომელმაც განიხილა შემდეგი საკითხები:

  • COVID-19-თან დაკავშირებული ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოწვევები და გამკლავების გზები;
  • COVID-19-თან დაკავშირებული გამოწვევები და ადიქცია;
  • თუ როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვებისა და მოზარდების ფსიქიკურ ჯანმრთელობას;
  • თუ როგორ ვებრძოლოთ დაძაბულობას, შფოთვას პანდემიის დროს;

ვებინარს მოდერატორობა გაუწია ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა, თამილა დილავეროვამ.

ვებინარის ჩანაწერი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.