ონლაინ სემინარი ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში

07, ივლისი 2020

2020 წლის 7-8 ივლისს, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა  ERASMUS+project SPRING Distance Learning პროექტის ფარგლებში გამართულ ონლაინ სემინარში მიიღეს მონაწიელობა.  

ორდღიანი სემინარი Erasmus+ ორგანიზებითა და ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.

სემინარს ხელმძღვანელობდა ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ლევან მეტრეველი. ასევე, სემინარს უძღვებოდნენ  ბულგარეთისა და ლიტვის პროფესორები (სოფიისა და ლიეტუვის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტები).

სემინარში ასევე მონაწილეობდნენ ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, ლეილა ახვლედიანი და ვიცე – რექტორი, გიორგი ცხვედიანი.