რეგისტრაცია

შემოდგომის სემესტრის მობილობა დაიწყო

15, ივლისი 2020

სასწავლო უნივერსიტეტში შპს "ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი“ 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა დაიწყო. მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველებმა უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე 2020 წლის  31 ივლისიდან  2020 წლის 19 აგვისტოს 18:00 სთ-მდე.  

სტუდენტი, რომელიც მოიპოვებს მობილობის წესით შპს ‘’ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი’’-ში მედიცინის ფაკულტეტზე ჩარიცხვის უფლებას 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის, შიდა საუნივერსიტეტო რეგისტრაცია უნდა გაიაროს 2020 წლის 2-4 სექტემბრის ჩათვლით 18:00 საათამდე.

შიდა საუნივერსიტეტო რეგისტრაციისთვის წარსადგენი საჭირო დოკუმენტაცია და დეტალები იხილეთ აქ.

შპს „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმ“-ში 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ბრძანება იხილეთ აქ.