რეგისტრაცია

მულტიდისციპლინური კონფერენცია ბიომედიცინაში - BIOMED 2020

29, ივლისი 2020

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, ლეილა ახვლედიანმა და კლინიკურ მეცნიერებათა მიმართულების ასისტენტმა, ექიმ-ნევროლოგმა, ნათია ხარატმა მონაწილეობა მიიღეს მულტიდისციპლინურ კონფერენციაში - BIOMED 2020

ლეილა ახვლედიანმა კონფერენციის ფარგლებში, წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: ,,Covid 19 და ახალი გამოწვევები“. გარდა ამისა, წარადგინა სამეცნიერო კვლევის შედეგები არტერიული თრომბოზების ბიომარკერების შესახებ.

ნათია ხარატმა წარადგინა მოხსენება თემაზე: ,,ეპილეფსიის ეპიდემიოლოგია აჭარის რეგიონში“.

საერთაშორისო მულტიდისციპლინური  კონფერენცია ბიომედიცინაში 2020 წლის 26-27 ივლისს, შეკვეთილში, სასტუმრო „ Paragraph Resort & Spa “-ში გაიმართა. კონფერენცია მიეძღვნა ბიომედიცინის აქტუალურ საკითხებს.

ღონისძიების ფარგლებში განიხილებოდა ბიომედიცინის დარგის გამოყენებითი ასპექტები და ახალი გამოწვევები, რომლებმაც თავი იჩინა პანდემიის პირობებში.