რეგისტრაცია

BAU-ს უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

03, ნოემბერი 2020

2 ნოემბერს, BAU-ში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით პირველკურსელთა საორიენტაციო ონლაინ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო ორმოცდაათზე მეტმა პირველკურსელმა. 
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო ორმოცდაათზე მეტმა პირველკურსელმა. შეხვედრას ესწრებოდნენ BAU-ს რექტორი ქალბატონი დემეთ აქინი, ვიცე-რექტორი ბატონი გიორგი ცხვედიანი და მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ქალბატონი ლეილა ახვლედიანი, ასევე, უნივერსიტეტის დეპარტამენტებისა და სამსახურების ხელმძღვანელები. 

შეხვედრაზე უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს აუცილებელი ინფორმაცია სასწავლო პროცესთან დაკავშირებით, რაც მოიცავდა ქულათა განაწილების სისტემას, ინფორმაციას აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალზე, სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ ინფორმაცია იმ პროექტებსა და პროგრამებზე, რომლებიც აქამდე განხორციელებულა. სტუდენტები გაეცნენ უნივერსიტეტის ელექტრონულ სისტემებსაც, რომლებსაც სწავლის პერიოდის განმავლობაში გამოიყენებენ.

პირველკურსელებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებას!