17 ნოემბერს სტუდენტთა საერთაშორისო დღეს 1946 წლიდან მთელი მსოფლიო აღნიშნავს.
საქართველოში სტუდენტთა საერთაშორისო დღე 2009 წლის 17 ნოემბრიდან აღინიშნება. ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში ჩართულია სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური თვითმმართველობები და გაერთიანებები.
ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში მაღალია საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობა, აქ სწავლობენ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სტუდენტები - სულ 23 ეროვნების წარმომადგენელი.