რეგისტრაცია

განათლების, კვლევისა და ინოვაციის მეცამეტე საერთაშორისო კონფერენცია

20, ნოემბერი 2020

მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა მონაწილეობა მიიღო განათლების, კვლევისა და ინოვაციის მეცამეტე საერთაშორისო კონფერენციაზე.

ეს კონფერენცია იმართება ყოველწლიურად და უკვე მესამედ იღებენ მასში მონაწილეობას ბაუს აკადემიური და მოწვეული პერსონალი.

ამჯერად კონფერენციაზე სიტყვით წარსდგნენ: პროფესორი ლეილა ახვლედიანი და ასისტენტ პროფესორი თამილა დილავეროვა.

დეკანის კვლევა ეხებოდა მედიცინის პროგრამაში პორტფოლიოს დანერგვისა და მართვის საკითხებს, რომელიც ახალია ქართული სამედიცინო საგანმანათლებლო სივრცისათვის და ამ მიმართულებით უცხოელი კოლეგების გამოცდილების გაზიარებას დიდი მნიშვნელობა აქვს.