23-25 ოქტომბერს, სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა ყოველწლიური, რიგით მესამე ტრენინგი "კვლევა სამედიცინო განათლებაში“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბაუს პროფესორებმა ლევან მეტრეველმა და ლეილა ახვლედიანმა.
ტრენინგი ჩატარდა ონლაინ რეჟიმში და მასში ჩართული იყვნენ საქართველოს სამედოიცინო სკოლების წარმომადგენლები.
დაიგეგმა მოკლე კვლევითი პროექტის განხორციელება სხვა სამედიცინო სკოლებთან ერთად შეფასების მეთოდების ონლაინ რეჟიმში ეფექტურად გამოყენების თაობაზე.