2020 წლის 18 დეკემბერს, მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ ,,ალტერბრიჯის” ინიციატივითა და ორგანიზებით, გაიმართება ონლაინ ვებინარი თემაზე: ,,ინსტიტუციების მართვა პანდემიიის პირობებში - საუკეთესო პრაქტიკა”.
ღონისძიება მიზნად ისახავს, საუკეთესო პრაქტიკული მაგალითების გაზიარებას, ქვეყანაში არსებული უნივერსიტეტების, პროფესიული კოლეჯების, საგანმანათლებლო ცენტრებისა და ინსტიტუციების მხარდაჭერას. ვებინარზე საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრებენ - საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე პროფესიონალები.
ვებინარს მოდერაციას გაუწევს: უნივერსიტეტ ,,ალტერბრიჯის” ვიცე-რექტორი მარიამ დარბაიძე.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საჯარო და კერძო უნივერსიტეტების წარმომადგენლები და გაუზიარებენ მათ საუკეთესო პრაქტიკას.
მომხსენებლები:
გიორგი ცხვედიანი - ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი;
ზვიად გაბისონია - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი;
კახა შენგელია - კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი;
ირმა გრძელიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი;
გიორგი ჭანტურია - მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო უნივერსიტეტ ,,ალტერბრიჯის” კანცლერი;
ნათია მიქელთაძე - პროფესორი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი. ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი;
თეა კბილცეცხლაშვილი - პრორექტორის მოვალეობის შემსრულებელი სასწავლო და სამეცნიერო დარგში. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
ქეთევან ლატარია- საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი. სსიპ- შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
სერგო სვანაძე-პროფესიული და უწყვეტი განათლების ცენტრის ხელმძღვანელი. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ლიკა კაკაბაძე - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი;
რუსუდან დიასამიძე - შპს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის ხარისხის განვითარების და უზრუნელყოფის სამსახურის უფროსი;
მაია ნონიაშვილი - შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი;
ირაკლი კორძაია - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ნინი ბაქრაძე - დარგის სპეციალისტი, საჯარო მმართველობის და სტრატეგიული კომუნიკაციების მაგისტრი;
ნინო ტალიაშვილი - ევროპის უნივერსიტეტის რექტორის მშ.
ნათია გოგოლაური - ახალი უმაღლესი სასწავლებლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.
ვებინარი გაიმართება zoom-ის პლატფორმაში. დაინტერესებულ პირებს, შესაძლებლობა გექნებათ თვალი ადევნოთ კონფერენციის პირდაპირ ტრანსლაციას ,,ალტერბრიჯის” Facebook გვერდზე.
სამუშაო ენა - ქართული.
დასწრება თავისუფალია.
დაინტერესებული პირები, გთხოვთ, დარეგისტრირდით ბმულზე: https://bit.ly/2VlqoYb