ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით, 20 დეკემბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბავშთა ბაღების წარმომადგენლებისათვის და მშობლებისათვის ჩატარდა ვებინარი, სადაც მედიცინის, ჯანმრთელობის და მეცნიერებათა სკოლის დეკანმა, პროფესორმა ლეილა ახვლედიანმა ისაუბრა შემდეგ თემებზე: ‘’რა არის ვაქცინა და რისგან გვიცავს ის? რა მითები არსებობს ვაქცინის ირგვლივ და რომელი დაავადებების პრევენციისთვისაა აუცილებელი’’
მადლობას ვუხდით თითოეულ ბაღის თანამშრომელს ორგანიზაციული სამუშაოების უზრუნველყოფისათვის.