რეგისტრაცია

გაზაფხულის სემესტრის მობილობა დაიწყო

21, დეკემბერი 2021

სასწავლო უნივერსიტეტში შპს "ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი“ 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა დაიწყო. მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველებმა უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე 2022 წლის 28 იანვრიდან 2022 წლის 8 თებერვლის 18:00 სთ-მდე.

სტუდენტი, რომელიც მოიპოვებს მობილობის წესით შპს ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმში მედიცინის ფაკულტეტზე ჩარიცხვის უფლებას 2021-2022სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის, შიდა საუნივერსიტეტო რეგისტრაცია უნდა გაიაროს 2022 წლის 8-12 თებერვლის ჩათვლით 18:00 საათამდე.

შიდა საუნივერსიტეტო რეგისტრაციისთვის წარსადგენი საჭირო დოკუმენტაცია და დეტალები იხილეთ აქ.

შპს „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმ“-ში 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ბრძანება იხილეთ აქ.