რეგისტრაცია

ტრენინგი: „საერთაშორისო სამეცნიერო ბაზების მართვა“

29, იანვარი 2021

სამეცნიერო-კვლევითი მიმართულების გაძლიერებისა და სამეცნიერო ბაზების სწორად გამოყენების მიზნით ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სრულად დააფინანსა მოწვეული და აკადემიური პერსონალის მონაწილეობა ტრენინგში: „საერთაშორისო სამეცნიერო ბაზების მართვა“, რომელიც გაიმართა 2021 წლის 28 იანვარს.

ტრენინგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ, გიგა ხოსიტაშვილმა ჩაატარა.

სემინარი მნიშვნელოვანია როგორც ახალგაზრდა მკვლევარებისთვის, ასევე მათთვის, ვინც მუშაობს სამეცნიერო პუბლიკაციებზე. დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ აქტიურად ჩართულიყვნენ სემინარში.