რეგისტრაცია

ტრენინგი: „შემთხვევაზე დაფუძნებული სწავლება, როგორც საგანმანათლებლო სტრატეგია “

03, თებერვალი 2021

2021 წლის 1 თებერვალს კარაგანდას სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარების ცენტრმა ჩაატარა ტრენინგი თემაზე „შემთხვევაზე დაფუძნებული სწავლება, როგორც საგანმანათლებლო სტრატეგია“.

მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს აღნიშნული მეთოდის გამოყენებას როგორც სწავლებისას, ასევე შეფასებისას. ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სრულად დააფინანსა მედიცინის პროგრამაში ჩართული 3 აკადემიური პირის მონაწილეობა აღნიშნულ ტრენინგში გამომდინარე იქედან, რომ ეს საკითხი უნივერსიტეტის პერსონალისთვის პრიორიტეტულია.