რეგისტრაცია

ონლაინ საგანმანათლებლო გამოფენა

20, თებერვალი 2021

2021 წლის 20 თებერვალს, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორანიზებით გაიმართა ონლაინ საგანმანათლებლო გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო ბაუ გლობალის საერთაშორისო ქსელში შემავალი შემდეგი უნივერსიტეტები:

  • Bahçeşehir University-თურქეთი;
  • Berlin International University of Applied Sciences-გერმანია;
  • Bay Atlantic University-ამერიკის შეერთებული შტატები;
  • Bahçeşehir Cyprus University-კვიპროსი;
  • BAU International University Batumi-საქართველო;
  • MLA College-დიდი ბრიტანეთი;

გამოფენის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა მიეცათ ონლაინ რეჟიმში გაეცნოთ თითოეული უნივერსიტეტი, მათი სასწავლო და საგრანტო პროგრამები.

გამოფენის დასასრული წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი მადლობას უხდის მადლობას უხდის სპიკერებსა და მსმენელებს გამოფენაში მონაწილეობისთვის.