რეგისტრაცია

აკადემიური კონკურსი

01, მარტი 2021

სასწავლო უნივერსიტეტი შპს „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი “2021 წლის 1 მარტიდან აცხადებს ღია კონკურსს მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის მედიცინისა და სტომატოლოგიის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობებზე შემდეგი მიმართულებებით:

 

მედიკო-ბიოლოგიური მიმართულებებით:

პათოლოგია

ასისტენტი - 1 ვაკანსია

ფიზიოლოგია

ასისტენტი - 1 ვაკანსია

 

კლინიკური მედიცინის მიმართულებებით:

პედიატრია

პროფესორი - 1 ვაკანსია

შინაგანი მედიცინა

პროფესორი - 1 ვაკანსია

ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია

ტრავმატოლოგია

ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია

ზოგადი ქირურგია

ასისტენტ პროფესორი - 1 ვაკანსია

ენდოკრინოლოგია

ასისტენტ პროფესორი - 1 ვაკანსია

ნევროლოგია

ასისტენტი - 1 ვაკანსია

 

სხვა კლინიკური მიმართულებები (რადიოლოგია, ოფთალმოლოგია, ფსიქიატრია, დერმატოლოგია, ოტორინოლარინგოლოგია, ნეიროქირურგია, პულმონოლოგია, ინფექციური დაავადებები, კარდიოლოგია, საოჯახო მედიცინა, ანესთეზიოლოგია,  გადაუდებელი მედიცინა)

პროფესორი - 1 ვაკანსია

ასისტენტ პროფესორი - 1 ვაკანსია

ასისტენტი - 1 ვაკანსია

 

მკვლევარი აკადემიური პერსონალი მედიცინის მიმართულებით:

ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია

 

სტომატოლოგიის მიმართულებით:

ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია

ასისტენტ პროფესორი - 1 ვაკანსია

ასისტენტი - 1 ვაკანსია

 

 

სამუშაო განაკვეთი:

სრული, 0.75, 0.5 ან 0.25 საშტატო განაკვეთი, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის დატვირთვის წესის შესაბამისად.

 

შრომის ანაზღაურება

დარიცხული შრომის ანაზღაურება სრულ საშტატო განაკვეთზე:

პროფესორი - 2700 ლარი

ასოცირებული პროფესორი - 2200 ლარი

ასისტენტ-პროფესორი - 1700 ლარი

ასისტენტი - 1200 ლარი

 

კონკურსის ჩატარების ვადები:

  1. კონკურსი გამოცხადებულია 2021 წლის  1  მარტიდან.
  2. აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2021 წლის 1 აპრილიდან 2021 წლის 6 აპრილის ჩათვლით.
  3. კონკურსის პირველი ეტაპი -  საბუთების გადარჩევა  - ჩატარდება 2021 წლის 7 აპრილიდან 2021 წლის 10 აპრილის ჩათვლთ.
  4. კონკურსის მეორე ეტაპზე  ინგლისურ ენაში ტესტირება  (მხოლოდ იმ პირებთან, ვისაც არ ექნება წარმოდგენილი მეტექვსმეტე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი) ჩატარდება 2021 წლის 12 აპრილს.
  5. კონკურსის მესამე ეტაპი -  საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება -  ჩატარდება 2021 წლის 12-13 აპრილს (გასაუბრების ზუსტი თარიღი და დრო კანდიდატს ეცნობება კონკურსის წინა ეტაპ(ებ)ის გავლის შემდეგ).
  6. საცდელი ლექციის ჩატარება (იმ პირებთან რომლებიც არ განთავისუფლდებიან საცდელი ლექციიდან) 14, 15 აპრილი.
  7. კონკურსში გამარჯვებულ მონაწილეთა სია გამოქვეყნდება 2021 წლის 16 აპრილს.
  8. სააპელაციო განაცხადები მიიღება 2021 წლის 17 აპრილს.
  9. სააპელაციო განაცხადების განხილვა ჩატარდება 2021 წლის 19 აპრილს.
  10. კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2021 წლის 20 აპრილს.

სრული ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ, საკონკურსო ანკეტა, საკონკურსო დოკუმენტაციის ფორმები და ინფორმაცია აკადემიური პერსონალის არჩევის და დატვირთვის წესებთან დაკავშირებით იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში.

დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@bauinternational.edu.ge (წერილის ველში აკადემიური თანამდებობის და მიმართულების მითითებით - მაგ.: „ასოცირებული პროფესორი - ტრავმატოლოგიის მიმართულებით“) ან წარმოადგინონ უნივერსიტეტში მისამართზე ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის ქ. N237.

დაინტერესებულ პირთათვის ინფორმაციის მიწოდებას კონკურსის პროცედურული საკითხების შესახებ უზრუნველყოფს უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.

საკონტაქტო ტელ. +995 577063377; ელ-ფოსტა: hr@bauinternational.edu.ge