აბიტურიენტთა საგრანტო კონკურსი

01, მარტი 2021

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს აბიტურიენტთა საგრანტო კონკურსს 2021-2022 სასწავლო წლისათვის.

დაფინანსების მიზნით კონკურსანტების დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2021 წლის 18 აპრილიდან 2021 წლის 15  მაისის ჩათვლით. წარმოდგენილ კონკურსანტთა დოკუმენტაციის განხილვა იწარმოებს 2021 წლის 31 მაისამდე. წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდგომ კონკურსანტებს  ზეპირი გასაუბრება  ჩაუტარდებათ 2021 წლის 11-12 ივნისს.

კონკურსისთვის წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და საგრანტო კონკურსის პირობების დამტკიცების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

კონკურსანტებმა დოკუმენტების ელექტრონული ვერსია უნდა მოგვაწოდონ შემდეგ მისამართზე: admissions@bauinternational.edu.ge