აკადემიური კონკურსის პირველ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან საკონკურსო კომისიის გასაუბრება გაიმართება 13 აპრილს 11:00 საათიდან 16:00 საათამდე.
შერჩეულ კანდიტატებს ინფორმაცია გასაუბრების დროსთან დაკავშირებით ადამიანური რესურსების მართვის სამსახურიდან მიეწოდებათ მათ პირად ელექტრონულ ფოსტაზე .
გასაუბრება გაიმართება დისტანციურად „Zoom“ პლატფორმის მეშვეობით. სურვილის შემთხვევაში კანდიდატს შეუძლია მივიდეს ბაუს კამპუსში და ისარგებლოს გასაუბრებისთვის უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურით (I სართული, ოთახი N4). კამპუსში მისვლის შემთხვევაში კანდიდატმა უნდა გაითვალისწინოს პანდემიის პირობებში არსებული უნივერსიტეტის შიდა რეგულაციები.