კონკურსი ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობებზე

14, აპრილი 2021

აკადემიური კონკურსის საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, კონკურსის კანდიდატები  საცდელ ლექციას ჩაატარებენ 14 აპრილს, 16:00 საათიდან 18:10 საათამდე.

შერჩეულ კანდიტატებს ინფორმაცია საცდელი ლექციის დროსთან დაკავშირებით ადამიანური რესურსების მართვის სამსახურიდან მიეწოდებათ მათ პირად ელექტრონულ ფოსტაზე.

საცდელი ლექცია გაიმართება დისტანციურად „Zoom“ პლატფორმის მეშვეობით. სურვილის შემთხვევაში კანდიდატს შეუძლია მივიდეს ბაუს კამპუსში და ისარგებლოს გასაუბრებისთვის უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურით (I სართული, ოთახი N4). კამპუსში მისვლის შემთხვევაში კანდიდატმა უნდა გაითვალისწინოს პანდემიის პირობებში არსებული უნივერსიტეტის შიდა რეგულაციები.