ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი შეუერთდა საქველმოქმედო ონლაინ პლატფორმა ჩართეს და ერთ-ერთ სოციალურად დაუცველ ბენეფიციარს, ჭიათურის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეს, მე-11 კლასელ ლიკას, 6 თვის განმავლობაში დაუფინანსდება ინტერნეტი.
ლიკას ძალიან უყვარს წიგნების კითხვა და ინგლისური ენა. ცხოვრობს მშობლებთან და 15 წლის ძმასთან ერთად ჭიათურაში.
მას სურს, რომ გახდეს ექიმი და ამ მიმართულებით ფიქრობს სწავლის გაგრძელებას.
ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურადაა ჩართული საქველმოქმედო და კულტურულ საქმიანობაში.