რეგისტრაცია

ჯანსაღი ცხოვრების წამახალისებელი კამპანია

19, აპრილი 2021

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აქტიურად აგრძელებს ჯანსაღი ცხოვრების წამახალისებელი კამპანიების განხორციელებას და უკვე მეორედ ქ. ქობულეთში მდებარე საფეხბურთო აკადემია, "ბომბორა" რომელშიც ბავშვები სრულიად უსასყიდლოდ ვარჯიშობენ სავარჯიშო ფორმებით უზრუნველყო.

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ახალგაზრდა სპორტსმენების მხარდაჭერას და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებას.