2021 წლის 17 აპრილს, ბაუ გლობალის ორგანიზებით გაიმართა ონლაინ გამოფენა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ბაუ გლობალის წევრმა უნივერსიტეტებმა.
ბაუ ბათუმის საერთაშორისო ურთიერთობებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა- ნანა კუტუბიძემ, პრეზენტაციის დროს უნივერსიტეტში არსებულ პროგრამებზე, ინფრასტრუქტურაზე და დაფინანსების შესაძლებლობებზე ისაუბრა.
აღნიშნულ გამოფენას 900-მდე დაინტერესებული პირი დაესწრო. ღონისძიების დასასრული კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.