რეგისტრაცია

ონლაინ შეხვედრა აზერბაიჯანის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან

20, აპრილი 2021

2021 წლის 20 აპრილს, ბაუ ბათუმის საერთაშორისო ურთიერთობებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი- ნანა კუტუბიძე ონლაინ პლატფორმის მეშვეობით აზერბაიჯანის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას მიეცა შესაძლებლობა დეტალურად გაცნობოდა ინფორმაციას უნივერსიტეტის შესახებ.

აღნიშნულ ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა სტამბოლის ბაჰჩეშერის უნივერსიტეტის წარმომადგენელი, რომელმაც ბაუ გლობალის ქსელში შემავალ სხვა უნივერსიტეტებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი საგანმანათლებლო ქსელის ბაუ გლობალის წევრი უნივერსიტეტია და აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სახის ერთობლივ ღონისძიებებში.