საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს ერთიანი გადაწყვეტილებით, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დიდი წარმატებით გაიარა ავტორიზაციის ურთულესი გზა და მოიპოვა 6 წლიანი უპირობო ავტორიზაცია.
ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ისევე როგორც ქვეყანაში მოქმედი სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, ყოველ ექვს წელიწადში ერთხელ გადის რეავტორიზაციის პროცესს.