2021 წლის 4 ივლისს გაიმართა ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველი კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია.
აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრო და სიტყვით წარსდგა BAU Global-ის პრეზიდენტი ბატონი ენვერ იუჯელი და თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ქალბატონი ფატმა ჯერენ იაზგანი. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, საქართველოში არსებული პარტნიორი უნივერსიტეტებისა და კლინიკების წარმომადგენლები და სტამბოლის ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტიდან მოწვეული პროფესორები.
დაჯილდოების ცერემონიაზე კურსდამთავრებულებს მიულოცეს და სიტყვით მიმართეს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამაარსებელმა რექტორმა, პროფესორმა ისმეთ დინდარმა, მოქმედმა რექტორმა, პროფესორმა დემეთ აქინმა, და მედიცინის, ჯანმრთელობისა და მეცნიერებათა სკოლის დეკანმა, პროფესორმა ლეილა ახვლედიანმა.