ევექსის კლინიკები აცხადებს შერჩევას საინფორმაციო დესქის სპეციალისტის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (შაბათი მოკლე სამუშაო დღე)
ძირითადი მოვალეობები:
** კლინიკაში შემოსული პაციენტების მიღება, მოთხოვნის გამოვლენა და გადამისამართება;
** ფორმა 100-ის შემოწმება და დამოწმება დადგენილი Check list-ის შესაბამისად;
** ბიულეტენის შედგენა, ჟურნალის წარმოება და კონტროლი;
** დაფინანსებისა და საგარანტიო სერვისების მიღების მიზნით პაციენტის სერვისი, ბილინგსა და Moh.gov.ge-ზე შესაბამისი დოკუმენტების შევსება;
** წინასწარი კალკულაციის დოკუმენტი გაფორმება ბილინგის სისტემაში;
** პაციენტის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის არქონის შემთხვევაში, ინფორმაციის მოძიება/გადამოწმება და შესაბამისად მიწოდება;
** უკმაყოფილო პაციენტებისათვის უკუკავშირის ფორმების შევსების უზრუნველყოფა, ფორმების უშუალო უფროსისათვის გადაცემა;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთა გამოკითხვაში მონაწილეობა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო უფროსის დავალების შესაბამისად;
**უკუკავშირი ნებისმიერ მოთხოვნაზე შესაბამის პირთან;
საკვალიფიკაციომოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო დაწესებულებაში;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
პიროვნულიკომპეტენციები/უნარები:
** ყურადღება და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** კონფლიქტების მოგვარების უნარი;
** შედეგებზე ორიენტაცია;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 29 ნოემბერი, 2021 წელი
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს:
https://evexclinics.ge/ka/vacancy/sainformacio-desqis-specialisti-batumshi/400
სს „ევექსის კლინიკები“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.