2021 წლის 6-7 ნოემბერს, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ესთეტიკური მედიცინის კლინიკის ტოტალ შარმის ორგანიზებით მედიცინის სტუდენტებისთვის გაიმართა ტრენინგი პლასტიკური ქირურგიის განხრით (Cadaver Workshop).
აღნიშნული ტრენინგი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს შემდეგ თემებზე:
სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ როგორც თეორიული ისე პრაქტიკული ცოდნა ორ დღიანი ინტენსიური სესიების განმავლობაში, რომლებსაც უძღვებოდნენ საერთაშორისოდ აღიარებული პროფესიონალი ექიმები:
მარლენ სულამანიძე-პლასტიკური ქირურგი
კონსტანტინ სულამანიძე-პლასტიკური ქირურგი
ანდრეი სერგეენკო-ანატომიის სპეციალისტი, პლასტიკური ქირურგი
ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი მადლობას უხდის აღნიშნულ ღონისძიებაში ჩართულ ორგანიზატორებს, მომხსენებლებსა და მედიცინის სტუდენტებს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის ვორქშოფების ჩატარება მედიცინის სტუდენტებისთვის სამომავლოდაც იგეგმება.