2021 წლის 25 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ჩატარდა OSCE ტრეინინგი უნივერსიტეტის სტომატოლოგიის პროგრამის აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის.
ტრენინგი ჩატარდა ონლაინ ფორმატში ZOOM-ის პლათფორმის მეშვეობით.
ტრენინგის პირველი ნაწილი ჩატარდა ქართველი ტრენერებისა და ბაუ ბათუმის მედიცინის პროგრამის პერსონალის - ნათია ხარატისა და ნატალია დოროფეევას მიერ.
ტრენინგის მეორე ნაწილი ჩატარდა თურქი პროფესორების - ემირ იუზბაშიოღლუსა (ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტიდან) და ფუნდა აკალტანის (ანკარას უნივერსიტეტიდან) მიერ.
ტრენინგის ორივე ნაწილი მოიცავდა, როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ ვორქშოფებს.