რეგისტრაცია

აბიტურიენტთა საგრანტო კონკურსი

21, თებერვალი 2022

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს აბიტურიენტთა საგრანტო კონკურსს 2022-2023 სასწავლო წლისათვის.

დაფინანსების მიზნით კონკურსანტების დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2022 წლის 18 აპრილიდან 2022 წლის 15  მაისის ჩათვლით. წარმოდგენილ კონკურსანტთა დოკუმენტაციის განხილვა იწარმოებს 2022 წლის 31 მაისამდე. წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდგომ კონკურსანტებს  ზეპირი გასაუბრება  ჩაუტარდებათ 2022 წლის 14-15 ივნისს.

კონკურსისთვის წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და საგრანტო კონკურსის პირობების დამტკიცების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მიმაგრებული ფაილში.

კონკურსანტებმა დოკუმენტების ელექტრონული ვერსია უნდა მოგვაწოდონ შემდეგ მისამართზე: admissions@bauinternational.edu.ge