პირველი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

12, ივლისი 2022

ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია 9 ივლისს ჩატარდა. ღონისძიებაზე მოხსენებით გამოვიდნენ სტუდენტები სხვადასხვა ქართული უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლებიდან.

კონფერენციის მიზანი იყო  უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა ურთიერთთანამშრომლობა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

მონაწილეებს საშუალება ქონდათ დასწრებოდნენ კონფერენციას, როგორც მომხსენებლის ასევე პასიური მსმენელის სტატუსით zoom პლატფორმის მეშვეობით.

ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდა 3 საუკეთესო ნაშრომი.

ბაუ ბათუმი მადლობა უხდის კონფერენციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს ღონისძიებაში  მონაწილეობისთვის.