საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაცია (GLM), ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის (BAU Batumi), ირის ბორჩაშვილის სახ. ჯანმრთელობის ცენტრი „მედინა “-ს ორგანიზებითა და ორგანიზაცია “ჰუმანის” ხელშეწყობით 2022 წლის 17 -18 სექტემბერს გაიმართა სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია თემაზე:
“თანამედროვე ლაბორატორიული მედიცინის მიღწევები და გამოწვევები“.კონფერენციის ორგანიზატორები:
მანანა ახვლედიანი - თოდუას კლინიკა;
ლეილა ახვლედიანი - ბაუ ბათუმის მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლა;
ეკატერინე კუპატაძე - აკად. ნ. ყიფშიძის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა;
რუსუდან ლორია - ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრი მედინა.
ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი მადლობას უხდის კონფერენციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ღონისძიებაში შეტანილი წვლილისათვის.