რეგისტრაცია

კონფერენცია SPRING-4-MED

17, ოქტომბერი 2022

12-14 ოქტომბერს, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო კონფერენცია SPRING-4-MED -ში.

კონფერენციის მიზანი იყო სამედიცინო განათლების მიზნების განხილვა და ამ სფეროში მოღვაზე პროფესიონალების გამოცდილების გაზიარება.

პროექტი SPRING აერთიანებს 7 ქვეყნის უნივერსიტეტებს: ბულგარეთის, ლიტვის, საქართველოს, ბელორუსიის, მოლდოვას, ყაზახეთისა და ტაჯიკეთის.
კონფერენციის გახსნაზე დაარსდა „აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სამედიცინო და ჯანდაცვის განათლების პარტნიორი ასოციაცია“ - PRAMED-EECA, რომელიც გააგრძელებს პროექტის საქმიანობას და გააფართოვებს მას. ასოციაცია მიზნად ისახავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერას საერთაშორისო და ეროვნული აკრედიტაციის ეფექტური მომზადებისთვის, ახალი საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებაში - საბაკალავრო, მაგისტრატურა და დოქტორანტურა. ასევე გამოცდილების გაცვლას ინფორმაციის გავრცელებისა და გამოქვეყნებისთვის.
ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი მადლობა უხდის ორგანიზატორებს და მოწვეულ სტუმრებსა ღონისძიებაში შეტანილი წვლილისთვის.