რეგისტრაცია

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის 2022 კურსდამთავრებულთა ცერემონია

08, აგვისტო 2022

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის 2022  კურსდამთავრებულთა ცერემონია სასტუმრო კასტელო მარეში გაიმართა.

მანტიებში გამოწყობილ კურსდამთავრებულებს სწავლის წარმატებით დასრულება უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ისმეთ დინდარმა, ვიცე-რექტორმა ბატონმა გიორგი ცხვედიანმა და მედიცინის სკოლის დეკანმა პროფესორმა ლეილა ახვლედიანმა მიულოცეს.

ღონისძიების ფარგლებში, კურსდამთავრებულებმა ტრადიციულად, ჰიპოკრატეს ფიცი საზეიმო ვითარებაში დადეს.

კურსდამთავრებულთა გაცილების ცერემონია ქუდების ასროლით, ფურშეტითა და საზეიმო ტორტის გაჭრით დასრულდა.

ბაუ ბათუმის საერთაშორისო  უნივერსიტეტი წარმატებას უსურვებს კურსდამთავრებულებს!