შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ.

25, იანვარი 2023

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ვასილ გოლდის სახელობის უნივერსიტეტს შორის გაფორმდა შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ.

პარტნიორობის ფარგლებში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მიზნად ისახავენ სტუდენტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას,  საერთო კონფერენციების, სიმპოზიუმებისა და სემინარების დაგეგმვას, ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელებას.