ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს აბიტურიენტთა საგრანტო კონკურსს 2023-2024 სასწავლო წლისათვის.
დაფინანსების მიზნით კონკურსანტების დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2023 წლის 18 აპრილიდან 2023 წლის 15 მაისის ჩათვლით. წარმოდგენილ კონკურსანტთა დოკუმენტაციის განხილვა იწარმოებს 2023 წლის 31 მაისამდე. წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდგომ კონკურსანტებს ზეპირი გასაუბრება ჩაუტარდებათ 2023 წლის 14-15 ივნისს.
კონკურსისთვის წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და საგრანტო კონკურსის პირობების დამტკიცების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.
კონკურსანტებმა დოკუმენტების ელექტრონული ვერსია უნდა მოგვაწოდონ შემდეგ მისამართზე: admissions@bauinternational.edu.ge
ბრძანება კონკურსის შესახებ იხილეთ აქ